გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში, ამ დრომდე დაუგენელმა პირებმა საბავშვო ბაღი დაარბიეს.
ინციდენტი წუხელ ღამე მოხდა. დილით სამსახურში მისულ აღმზრდელებს, ჭიშკარი გატეხილი დახვდათ.
შენობაში არსებული ძირითადი ინვენტარი განადგურებულია, თუმცა წინასწარი დათვალიერებით ირკვევა, რომ არაფერია წაღებული.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
წყარო: “იმედინიუსი”