დიდ ბრიტანეთში დაუჯერებელი ამბავი დაფიქსირდა. რობოტი-მტვერსასრუტი, რომელიც კემბრიჯში, სასტუმრო Travelodge-ში იყო დასაქმებული, სამსახურიდან „გაიქცა“.
რობოტი, სხვა მტვერსასრუტებისგან განსხვავებით სასტუმროს შესასვლელ კართან არ გაჩერდა და გაურკვეველი მიმართულებით განაგრძო მოძრაობა. სასტუმროს თანამშრომლებმა დახმარებისთვის ინტერნეტ-მომხმარებლებს მიმართეს.
ამ ამბავმა სოციალურ ქსელებში დიდი „ხმაური“ გამოიწვია. მომხმარებლები „ონავარ“ მტვერსასრუტს მხარდაჭერას უცხადებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ ბრიტანულ ეკოსისტემაში არ არსებობს მტაცებელი, რომელიც მას გაუმკლავდებოდა. ზოგი კი დარწმუნებული იყო, რომ მტვერსასრუტი ქვეყნიდან წავიდოდა.
რამდენიმე დღეში რობოტი სასტუმროს ტერიტორიაზე, ბუჩქებში აღმოაჩინეს. ის გარეცხეს და სამსახურში დააბრუნეს. ინტერნეტ-მომხმარებლებს ისტორიის ასეთმა ფინალმა იმედები გაუცრუა.
ავტორი