https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

დაუხარჯავი 7 მილიონი და ციფრები, რომლებიც ადასტურებს, რომ უმრავლესობის ლიდერს ატყუებენ

10:05; 7.05.2019
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“ევროპული საქართველოს” წევრმა, სერგო რატიანმა, 30 აპრილს, საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან, მუნიციპალიტეტების საქმიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თვითმმართველობები ბიუჯეტის ხარჯვას ვერ ახერხებენ.

რამდენიმე მუნიციპალიტეტის ჩამონათვალში, ოზურგეთიც მოხვდა:

 “ძალიან დიდი ნაშთები დარჩათ მუნიციპალიტეტებს. ოზურგეთში, განსაკუთრებით დიდია ეს თანხა _ 7 მილიონზე მეტი ვერ დაიხარჯა და, ფაქტობრივად, ჩაიშალა ტენდერები. ვერ წარმომიდგენია, რას აკეთებენ აქ მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც უნდა ფიქრობდნენ და ლობირებდნენ იმას, რომ მეტი თანხა მოიზიდონ საკუთარ საარჩევნო ოლქებში, რამე გაკეთდეს და ამ დროს 7 მილიონი რჩება დაუხარჯავი. ეს ინფორმაცია კობა ზაქარეიშვილმა (“ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი. ავტ.) მოგვაწოდა. მიხეილ გოგოტიშვილი (პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი. ავტ.) საუბრობს ასევე, იმაზე, რომ თუ ეს თანხა 2018 წელს იყო 7 მილიონი, 2017 წელს იყო 4 მილიონი. ტრადიციაა _ როცა ტენდერები იშლება, გაუხარჯავია თანხები. ამის სანაცვლოდ მიხეილ გოგოტიშვილი სთავაზობდა “ქართულ ოცნებას” და საკრებულოს, 30 ლარით გაეზარდათ პენსიები ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის. ეს იყო შესაძლებელი და, რასაკვირველია, ეს არ მოხდა”, _ განაცხადა სერგო რატიანმა.

მის ამ განცხადებას განცხადებითვე უპასუხა ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ:

“ახლა ვარკვევთ, ვინ ჩაიყვანა ოზურგეთში სერგო რატიანი და ვინ შეიყვანა ეს წესიერი ადამიანი შეცდომაში, რადგან, რაც მან თქვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტზე, დეზინფორმაცია იყო”, _ თქვა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, რეალურად, როგორც მუნიციპალური ბიუჯეტის, ასევე, რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხების ათვისების და პროექტების გახორციელების მხრივ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი საუკეთესოა:

“აღსანიშნავია ისიც, რომ 2019 წელს საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ლიმიტით განსაზღვრული პროექტების დაკონტრაქტების გეგმა 100%-ით შესრულდა, გამომდინარე აქედან, წელს ოზურგეთი საქართველოს მთავრობისგან სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების გასახორციელებლად დამატებით თანხებს მიიღებს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა 2018 წელსაც რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხებიც სრულად აითვისა”, _ განაცხადა ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა.

სანამ თალაკვაძე იმას გაარკვევდა, “ვინ შეიყვანა შეცდომაში” სერგო რატიანი, ამ უკანასკნელმა თალაკვაძეს და საზოგადოებას, კონკრეტული ციფრები წარუდგინა, რომელიც მოწმობს, რომ შეცდომაში არა “ევროპული საქართველოს” წევრი, არამედ, უმრავლესობის ლიდერი შეიყვანა ვიღაცამ.

“ჩემს განცხადებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა და პარლამენტის წევრმა არჩილ თალაკვაძემ უპასუხეს _ თითქოსდა, ჩემმა მეგობრებმა შეცდომაში შემიყვანეს.

ფაქტების კიდევ ერთხელ გადამოწმების შემდეგ, მინდა მივაწოდო საზოგადოებას ინფორმაცია: ოზურგეთის საკრებულოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის 13 მარტის #8 დადგენილებით: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო სახსრების ნაშთმა 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგინა 7 409 887,7 ლარი. მათ შორის: საკუთარი ნაშთი _ 5 021 666,80 ლარი; ევროკავშირის გრანტის ნაშთი _ 41 295,79 ლარი; მიზნობრივი ტრანსფერის ნაშთი _ 20 454,78 ლარი; საქართველოს მთავრობის #1993 განკარგულება (29.10.2018 წ.) _ 263 086,77 ლარი; საქართველოს მთავრობის #957 (03.05.2018 წ) განკარგულება (სტიქია) _ 1 051 755,14 ლარი; საქართველოს მთავრობის #2168 (09.11.2018 წ) განკარგულება (სტიქია) _ 459 695, 28 ლარი; საქართველოს მთავრობის #1525 (21.07.2017 წ) განკარგულება (სტიქია) _ 158 717,71 ლარი; საქართველოს მთავრობის #840 (19.04.2018 წ.) განკარგულება (სტიქია) _ 41 440,95 ლარი; საქართველოს მთავრობის #265 (19.02.2016 წ.) განკარგულება (სოფლის პროექტები) _ 5 096,93 ლარი; საქართველოს მთავრობის #136 (18.01.2018 წ.) განკარგულება (რეგიონული პროექტები) – 346 677,55 ლარი.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ არ არის გახარჯული და, შესაბამისად, 2018 წელს არ შესრულდა სტიქიით დაზარალებულთა მიმართ ვალდებულებები; სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები; არ მოხდა ევროკავშირის გრანტის თანხის ათვისება.

ამასთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში ვკითხულობთ: წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება (გეგმა _ 4 864,3 ათ. ლარი, შესრულება _ 4 705,0 ათ. ლარი, გეგმის 96,72 %); თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (გეგმა _ 148,0 ათ. ლარი, შესრულება _ 148,0 ათ. ლარი, გეგმის 100 %);  ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (გეგმა _ 20 509,8 ათ. ლარი, შესრულება _ 15945,2 ათ. ლარი, გეგმის 77,74 %); განათლება (გეგმა _ 3 988,1 ათ. ლარი, შესრულება _ 3 688,6 ათ. ლარი, გეგმის 92,49 %); კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (გეგმა _ 3 674,6 ათ. ლარი, შესრულება _ 3 474,0 ათ. ლარი, გეგმის 94,54 %); მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (გეგმა 1 615,0 ათ. ლარი, შესრულება _ 1 410,8 ათ. ლარი, გეგმის 87,4%).

აქედან ცხადად ჩანს, რომ 4 564 600 ლარი დააკლდა ინფრასტრუქტურულ პროექტებს”, _ აღნიშნულია სერგო რატიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც დეპუტატი, ასევე აღნიშნავს, რომ თალაკვაძეს ატყუებენ:

“არჩილ, კოლეგავ, გატყუებენ! ამასთან, მზად ვარ, ფაქტების გადამოწმება გავაგრძელო,” _ წერს რატიანი.

ის, რომ ოზურგეთის ბიუჯეტში დიდი ნაშთი დარჩა, ჩვენი მკითხველისთვის უცხო არ არის _ ამის შესახებ “გურია ნიუსმა” რამდენიმე სტატია მოამზადა.

როგორც რატიანი აღნიშნავს, მას ფაქტების გადამოწმებაში ჩვენი სტატიები დაეხმარა.

ჩვენ შევეცადეთ, გაგვერკვია, რატომ არ კითხულობს მედიაში გამოქვეყნებულ სტატიებს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი და რატომ უარყოფს ფაქტებით დადასტურებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა, გასულ წელს 7 მილიონ ლარზე მეტი ვერ დახარჯა. ასევე, გვსურდა გაგვერკვია, ვის და რატომ დააფარა ხელი საკუთარი განცხადებით უმრავლესობის ლიდერმა, თუმცა, თალაკვაძემ ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. უმრავლესობის ლიდერმა უპასუხოდ დატოვა სოციალურ ქსელში, საჯაროდ გაკეთებული მიმართვაც, რომელშიც ისიც აღვნიშნეთ, რომ სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობა, 2 წელზე მეტია, დახმარების მოლოდინშია და გაურკვეველია, რატომ არ ხერხდება მათთვის დახმარების გაწევა მაშინ, როცა ბიუჯეტში შესაბამისი თანხა გამოყოფილია.

თალაკვაძის მსგავსად, უშედეგო აღმოჩნდა ჩვენი რამდენიმე მცდელობა მოგვეპოვებინა ოზურგეთის მერის, კონსტანტინე შარაშენიძის კომენტარი და გაგვეგო, რატომ ვერ მოახერხა მერიამ 7 მილიონის დახარჯვა იმ უამრავი პრობლემის ფონზე, რაც მუნიციპალიტეტში დგას.

აღსანიშნავია კიდევ ერთი დეტალი _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ეს ნაშთი 2018 წლის ბიუჯეტში საერთოდ არ ასახა და საზოგადოებამ წელს გაიგო, რომ თვითმმართველმა ორგანომ 7 მილიონის დახარჯვა ვერ მოახერხა.

ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილe გიორგი ღურჯუმელიძე ამბობს, რომ თალაკვაძემ რატიანის პოლიტიკურ განცხადებას გასცა პასუხი. მისივე თქმით, ნაშთთან დაკავშირებით, საკრებულოს წევრებმა შესაბამისი შეფასებები გააკეთეს.

_ ბატონო გიორგი, ფაქტები ცხადჰყოფს, რომ შეცდომაში არა სერგო რატიანი, არამედ არჩილ თალაკვაძეა შეყვანილი. დოკუმენტები ადასტურებენ, რომ მუნიციპალიტეტმა 7 მილიონი ლარი ვერ დახარჯა. როგორ ხსნით იმას, რომ უმრავლესობის ლიდერი საპირისპიროს ამტკიცებს და საერთოდ, რატომ ვერ შეძლო მუნიციპალიტეტმა ამ თანხის დახარჯვა?

_ ვერ დაგეთანხმებით. ბატონმა არჩილმა უპასუხა სერგო რატიანის პოლიტიკურ განცხადებას, სადაც ის აღნიშნავდა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული მიმართულებით ჩამორჩენაა და თითქოს არაფერი კეთდება. არჩილ თალაკვაძემ თავის პასუხში თქვა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ამ წლების განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი და მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი აქვს და ასევე, აქვს ბიუჯეტის მაღალი შესრულება _ ეს ნამდვილად ასეა.

_ ნამდვილი და დადასტურებული ისაა, რომ 7 მილიონის ნაშთი არსებობდა და 2018 წლის ანგარიში მერიამ ისე გააკეთა, რომ ნაშთი ბიუჯეტში არ აუსახავს. საკრებულო, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს _ მარტივად რომ ვთქვათ, დამალეს…

_ რაც შეეხება 7 მილიონი ლარის ნაშთს 2018 წლის ბიუჯეტში, გაგიმარტავთ, რომ ბიუჯეტის შესრულების კვარტალური ანგარიშის და წლიური ანგარიშის განხილვის დროს, საკრებულოს წევრების მიერ მოხდა ამ საკითხის შეფასება, სადაც გაკეთდა განმარტებები: 2 მილიონი ლარის ფარგლებში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების გასახორციელებლად მიღებულ თანხებზე 2018 წელს მოხდა კონტრაქტორებთან ხელშეკრულებების გაფორმება და ეს იყო გარდამავალი შესასრულებელი სამუშაოები; ხოლო 5 მილიონი ლარი ასახული იყო, როგორც თვის ანგარიშში, ასევე, კვარტლის ანგარიშში. შესაბამისად, ეს ანგარიშები საკრებულოში შემოვიდა იანვარში და ამ საკითხზე საკრებულოს ჰქონდა ადეკვატური პოზიცია.

დასმულ კითხვებზე მერიამ განმარტა, რომ ეს თანხა არის 2018 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში დაუგეგმავი ქონების გადასახადიდან მიღებული შემოსავალი. შემოსავლების ასეთი ზრდა, 2014 წლიდან გაწეული მუშაობის შედეგია. ამ გადასახადის დეკლარირება საგადასახადოში ხდება ყოველი წლის 15 ნოემბრისთვის და შესაბამისად, თანხის გახარჯვა ვერ მოხდებოდა. ეს თანხა აისახა 2019 წლის ბიუჯეტის კორექტირების დროს 9 იანვარს. ამ საკითხის შეფასებისას, როგორც საკრებულომ, ასევე, საკრებულოსთან არსებულმა საზოგადოებრივმა დარბაზმა გამოთქვა შენიშვნები და მერიას მისცა რეკომენდაცია ბიუჯეტის შემოსულობების დაგეგმვაში არსებული ეს მნიშვნელოვანი ხარვეზი გაითვალისწინოს. მუშაობის პერიოდში და უზრუნველყონ მაქსიმალური სიზუსტით სავარაუდო შემოსულობების განსაზღვრა, _ გვითხრა ღურჯუმელიძემ, რომელიც, როგორც მისი პასუხები ცხადჰყოფს, უმრავლესობის მოტყუებული ლიდერის დაცვას და მისი უხერხული მდგომარეობიდან გამოყვანას შეეცადა, თუმცა, ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, მათემატიკა ზუსტ მეცნიერებად რჩება!

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

თბილისში სამგზავრო ავტობუსის მძღოლი დაჭრეს

“ო, ენავ, ჩემო, დედაო ენავ!" _ იაკობი გაგვიცოცხლდება!

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ერთ კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებით აშკარად შედგა რამდენიმე ქართველი მწარმოებლის გარიგება

20:58; 25.01.2026
მსოფლიო

ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

20:52; 25.01.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ განცხადება შეიძლება გახდა გარკვეულ პროდუქტებზე ფასების კლების საფუძველი, თუმცა ეს ვერ იქნება გრძელვადიანი

20:34; 25.01.2026
მსოფლიო

ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

18:23; 25.01.2026
სამართალი

გორის გასასვლელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

18:06; 25.01.2026
პოლიტიკა

PEN-ის საერთაშორისო ორგანიზაციები გაეროს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ

16:41; 25.01.2026
პოლიტიკა

“დარწმუნებით შემიძლია მოსახლეობას ვუთხრა”- რა განაცხადა რევაზ სოხაძემ გურიაში

15:05; 25.01.2026
საზოგადოება

მედიის ადვოკატირების კოალიცია: იუსტიციის საბჭომ მედიას სასამართლო პროცესების გასაშუქებლად შესაბამისი სამუშაო გარემო უნდა შეუქმნას

14:16; 25.01.2026
საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევა – ვიდეო ადგილიდან

13:29; 25.01.2026
საზოგადოება

რომელ სოფლებში რეაბილიტირდება გზები ჩოხატაურში?- მონაკვეთების ჩამონათვალი

12:48; 25.01.2026
სამართალი

ვინ ჩაცხრილეს ავტომობილში – რა ინფორმაციაა ამ დროისთვის ცნობილი

11:10; 25.01.2026
სამართალი

პოლიციამ ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა – დაკავებულია 2 პირი

10:51; 25.01.2026
სამართალი

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა – დაკავებულია 1პირი

10:41; 25.01.2026
სპორტი

„ალო, დათუნაშვილის ბინააო?“

10:29; 25.01.2026
სპორტი

„ერთ დღეს გამოვიპარე და თბილისის ზღვაზე ვიმალებოდი“

10:21; 25.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო