დღეს, ოზურგეთში, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით ღონისძიება ჩატარდა.
ოზურგეთის ღვთისმშობლის ეკლესიაში ზეთისცხების შემდეგ, დაიწყო მსვლელობა, რომელშიც დაუნი სინდრომის მქონე ბენეფიციარებმა მიიღეს მონაწილეობა, ასევე მონაწილეობდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, პედაგოგთა პროფკავშირის რაიონული ორგანიზაციის და ა(ა)იპ ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მსვლელობისას აქციის მონაწილეებმა დაუნის სინდრომის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს.
აქციის მონაწილეები მივიდნენ ოზურგეთის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, სადაც საზეიმო კონცერტი, “მზის შვილები” გაიმართა.
მასში მონაწილებდნენ ა(ა)იპ მოსწავლე ახალგაზრდობის და რეკრეაციულ დაწესებულებათა გაერთიანების ანსამბლები.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაუნის სინდრომის მქონე 23 ბენეფიციარს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან, კულტურის სამსახურის უფროსმა, მარინა ჯაფარიძემ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 2011 წლის 10 ნოემბერს გამოაცხადა.