„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დიმიტრი კორიფაძე ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს და ჩოხატაურის მერ ირაკლი კუჭავასა და ჩოხატაურის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე ბექა გამდლიშვილს შორის დაპირისპირებაზე საუბრობს.
„რამდენიმე დღის წინ ჩოხატაურის მერს ირაკლი კუჭავასა და ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ჩოხატაურის საკრებულოში ბექა გამდლიშვილს შორის დაპირისპირება მოხდა , დაპირისპირების მიზეზი ტენდერების თემა გახდა და ე. წ. „ატკატების“ გადანაწილება, ტენდერების თემაზე კამათი 4 საათი გაგრძელდა და ბოლოს სიტუაცია იმდენად დაიძაბა ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა , გამდლიშვილის განაწყენება მერის ირაკლი კუჭავას და გურიის დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის ასე უეცარი დაახლოება გახდა, თუმცა, ფაქტია, მერს და დეპუტატს უფრო მეტი ტენდერების „ატკატების“ სიყვარული აკავშირებთ ერთმანეთთან ვიდრე საქმის სიყვარული.
სუსის ოდეერ ბექა გამდლიშვილს,, ეტყობა აღარ პატრონობენ პატრონები“, _ წერს კორიფაძე.
„გურია ნიუსი“ ამ საკითხზე ბექა გამდლიშვილს ესაუბრა:
„ერთი ადამიანის ნაბოდვარზე კომენტარს მე, არ გავაკეთებ. ეტყობა, რაღაც დაესიზმრა და შემდეგ გაავრცელა ეს ინფორმაცია.
დიმიტრი კორიფაძეს მე არ ვიცნობ და არც მისი გავრცელებული ინფორმაციის მჯერა. კიდევ დამირეკა ერთმა ჟურნალისტმა და, ფაქტობრივად, თქვენგან გავიგე ეს ამბავი
არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია“, _ გვითხრა ბექა გამდლიშვილმა.
„გურია ნიუსი“ ცდილობდა, კომენტარი ირაკლი კუჭავასგანაც მოეპოვებინა, მაგრამ მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა, დიმიტრი კორიფაძეს კი ტელეფონი გამორთული ჰქონდა.