,,თუ ეს ვირუსი შემოვიდა, მას ევროპა ვერ უმკლავდება და საქართველო გაუმკლავდება?! არ გვინდა ეს ზღაპრები, რომ მაგარი ჯანდაცვა გვაქვს, ეს ზღაპრები ბავშვებს მოუყევით ძილის წინ“, _ ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ,,facebook“-ზე წერს.
მისივე თქმით, კორონავირუსის ძველი შტამი უკან იხევს და ნელ-ნელა ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება, რაც მეცნიერულად აუხსნელია.
“მოკლედ, ეს ძველი ვირუსი მიდის ქვევით და მართლა ხალხო, ვინც ტაძარში დადიხართ, არავინ არ იცის რა ხდება, დავანთოთ სანთლები და გავუშვათ ლოცვები თუ არსებობს რამე, იმიტომ, რომ მეცნიერებაში არ ჯდება, მაგრამ ვირუსი მიდის ქვევით, ძველ ვირუსზე მაქვს საუბარი, საქართველოში ძირითადად ძველი ვირუსია გავრცელებული. მაგრამ ახალი ვირუსი ძალიან ცუდია. ეს არის, ძირითადად, ბრიტანული, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ბრიტანული შტამი არ შემოვიდეს ქვეყანაში. კარანტინი უდნა იყოს გამკაცრებული. 14 დღიანი კარანტინი, ვინც ჩამოდის საზღვარგარეთიდან, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნიდან. თუ ეს ვირუსი შემოვიდა, მას ევროპა ვერ უმკლავდება და საქართველო გაუმკლავდება?! არ გვინდა ეს ზღაპრები, რომ მაგარი ჯანდაცვა გვაქვს, ეს ზღაპრები ბავშვებს მოუყევით ძილის წინ, ჩვენი ჯანდაცვა დაიღალა, გადაიტვირთა”, – წერს გიორგი ფხაკაძე.