პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ჩალაძე წერს, რომ აპირებს დააყენოს საკუთარი კანდიდატურა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე.
„სასიცოცხლოდ აუცილებელია მოკლე დროში შედეგის დადება – მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება. ამისთვის კი თავდადებასთან ერთად უმძიმესი შრომა, უდიდესი პასუხისმგებლობა, თანმიმდევრული, ორგანიზებული და სისტემური მოქმედებაა საჭირო.
პარტია არის ის ინსტრუმენტი, რომელიც შეუცვლელია ამ ბრძოლაში. მე მზად ვარ ავიღო პასუხისმგებლობა და ჩვენს ერთგულ, მებრძოლ, უღალატო ამომრჩეველთან ერთად ბრძოლა ბოლომდე მივიყვანო, რომელიც დასრულდება მიშას გათავისუფლებით.
მე დავაყენებ ჩემს კანდიდატურას არჩევნებში, რომელიც უნდა ჩატარდეს ჩვენს გაუტეხელ ამომრჩევლებს შორის აქაც და ემიგრაციაშიც, იმ წესებით და პირობებით, რომელიც ხალხის ნებას უტყუარად ასახავს. მჯერა ამას უზრუნველყოფს პარტიის პოლიტსაბჭო“, – წერს ჩალაძე.