ჩოხატაურში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა.

როგორც იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ეს 81-ე საზოგადოებრივი ცენტრია საქართველოში.
„დავასრულებთ საბჭოთა ხანის ოფისებს სადაც მოსახლეობას უწევდა სიარული პირადობის მოწმობის ასაღებად თუ მიწის დასარეგისტრირებლად“,_ განაცხადა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ ეს არ არის მარტო იუსტიციის სახლებში განკუთვნილი მომსახურების მისაღებად გახსნილი ცენტრი.
„აქ მიიღებთ ასევე სერვისებს, რასაც ვერ იღებენ თბილისის, ბათუმის ან სხვა სერვისცენტრებში. აქ ბავშვებისთვის იქნება, ისევე როგორც ესაა ხიდისთავში, ლანჩხუთში_ ბიბლიოთეკა, კომპიუტერების დარბაზი და უკაბელო ინტერნეტი“,_ განაცხადა მინისტრმა.
მან აღნიშნა, რომ განათლების გარეშე ბავშვებს არ ექნებათ კარგი მომავალი.
მინისტრის თქმითვე, სერვისცენტრში პენსიონერებს შეეძლებათ პენსიის აღება.
ღონისძიებას იუსიტიციის მინისტრის გარდა ესწრებოდა სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში ზურაბ ნასარაია, მუნიციპალიტეტი მერი ირაკლი კუჭავა და სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის ცერემონიაზე მისული მოქალაქეების და ბავშვების გართობაზე ანიმატორები ზრუნავდნენ.































































