,,დავასრულეთ რუსული პროფესიონალური არმია. დროა, სამოყვარულოსაც მივხედოთ,“ – წერს ტელეგრამ არხზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი.
ცნობისთვის, 21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. მობილიზებულ სამხედროებს კონტრაქტორების სტატუსი და ხელფასი ექნებათ.
როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, მობილიზებული იქნება დაახლოებით 300 000 სამხედრო.
ავტორი