„ამხანაგი კახიშვილი ჩემპიონი აღმოჩნდა პლაგიატში, მაგრამ ოღონდ მოქალაქეებს დაეხმარონ და იდეაც მათი იყოს და დივიდენტიც“, _ აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ წევრი კოტე კემულარია.
„ საახალწლო სასწაულები გრძელდება…
ახლა დეპუტატ კახიშვილს დაემართა გამონათება და კოლეგებს მიმართა,
“ბანკები თუ სასწრაფოდ ფორსმაჟორს არ გაითვალისწინებენ ბიზნესის მიმართ, ეკონომიკაც დაინგრევა და ქვეყანაცო”.
მათ ბიზნესს შეღავათები უნდა დაუწესონ და ნაკლებ მოგებას უნდა დასჯერდნენო.
ეს სამართლიანი მიდგომა არის.
მაგრამ… დავიჯერო ამხ.კახიშვილმა არ იცის, რომ – ქართუ, საქართველოს ბანკი, ლიბერთი და სხვა მსხვილმასშტაბიან საკრედიტო ინსტიტუტებში ბიძინას პირდაპირი ინტერესებია?
გამოდის ის ბიძინას მიმართავს ამ მოთხოვნით? მაშინ, ყოჩაღ.
დაამატეთ ამას მოსახლეობის 67პროცენტი /ეროვნული ბანკის მონაცემებით/, რომელსაც 36-40 პროცენტიანი კრედიტების გამო მთელი ქონება აქვთ დაკარგული. მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ შეღავათები და ფორსმაჟორის გათვალისწინება.
დეპუტატი დავით ჭიჭინაძე წლები იბრძოდა ამ მოთხოვნით პარლამენტში.
ამის გამო ის ოცნებიდან გარიცხეს.
პლაგიატში ჩემპიონური სვლა იყო.
ოღონდ გაჭირვებაში ჩავარდნილ მოქალაქეებს და მცირე ბიზნესს დაუდექით გვერდით და იდეაც თქვენი იყოს და დივიდენდიც.
ორი დღის წინ ამხ. გვენეტაძე დეპუტატებს გამშვიდებდათ – ჩვენ, ბანკირები კარგად ვართო.
მაშინ კითხვა არავის გასჩენია,რომ მოსახლეობის 67 პროცენტი ვალაუვალია და კატასტროფის წინაშე არის. მცირე ბიზნესი დაკეტეს და სულს ღაფავს, ბავშვები , სოციალური დ დაუცველები შიმშილობენ. ამ დროს ბანკები, “მოტენდერე” ჩინოვნიკები, ასტრონომიულ მოგებებში ცურავენ და “კარგად არიან”.
კარგია, თუ მიხვედრას იწყებთ, რომ სერიოზული ცვლილებების გარეშე, /ახალი არჩევნები მაქვს მხედველობაში/,- “ეკონომიკაც დაინგრევა და ქვეყანაც, _ აცხადებს კოტე კემულარია.