ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი პარტიის ლიდერებთან ერთად აფხაზთა კრების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე, შიდა და გარე საფრთხეებზე, წინა საარჩევნო გარემოზე, ევროპული საქართველოს საარჩევნო პროგრამაზე.
დევნილთა პრობლემების გადასაჭრელად რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლისა და დეოკუპაციის საკითხების მოსაგვარებლად დავით ბაქრაძესა და აფხაზთა კრების წარმოამდგენლებს შორის შეხვედრები საპარლამენტო უმცირესობის ფორმატშიც პერიოდულად გაიმართება.
აფხაზთა კრების წარმომადგენლებს, ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა კიდე ერთხელ დაუდასტურა რომ საპრეზიდენტო პროგრამის ერთერთი მთავარი პრიორიტეტია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლების სტრუქტურების რეფორმა