ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიას აგრძელებს. დავით ბაქრაძე ამომრჩეველს, ამჯერად ქუთაისში შეხვდა. პრეზიდენტობის კანდიდატმა მხარდამჭერების პრობლემები მოისმინა და მათ მშვიდობიანი ცვლილებებისა და არჩევნების აუცილებლობაზე ესაუბრა.
დავით ბაქრაძის თქმით, სწორედ “ევროპული საქართველოა“ ძალა, რომელიც უკეთესი მომავლის საწინდარია.
“ძალიან მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ დღეს ამ ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც გვპირდება არჩევანს, არა ცუდს და უარეს შორის, არამედ ცუდსა და კარგს შორის, ჭაობსა და წინსვლას შორის, წარსულსა და მომავალს შორის და ეს მომავალზე, ორიენტირებული ძალა არის სწორედ “ევროპული საქართველო ‘’ ეს არის ჩვენი 28 ოქტომბრის არჩევანი. “ – განაცხადა ამომრჩეველთან შეხვედრისას, პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ.
მხარდამჭერებთან შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო – უსამართლოდ მოხსნილ სოციალური დახმარებას, დაბალ პენსიას, მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურასა და სამუშაოდ უცხოეთში წასულ ოჯახის წევრებს.