Developed By Web Features 2024 © All rights reserved
მთავარია, ყველამ დააფიქსიროს საკუთარი აზრი, შედეგს ერთად შევხედავთ დღის ბოლოს, მოლოდინი ძალიან ოპტიმისტურია, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, რომელმაც არჩევნებში საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა.
„ხედავთ, რომ დილიდან ძალიან ბევრი ადამიანია მოსული საარჩევნო უბანზე. ასეთი დიდი ხანია, სიმართლე გითხრათ, არ მახსენდება. მე, პირადად, ხმა მივეცი ამ ქვეყანაში ცვლილებებს, რადგან საქართველოს სჭირდება ცვლილებები, სჭირდება წინსვლა და უკეთესობა. დარწმუნებულ ვარ, რომ უკვე ხვალიდან ახალი ენერგიით, ახალი ძალით ვიცხოვრებთ შეცვლილ და უკეთეს საქართველოში. მთავარია, რომ ყველა ადამიანი მოვიდეს, მთავარია, ყველამ დააფიქსიროს საკუთარი აზრი, რაც იქნება დღის ბოლოს, ყველა ერთად შევხედავთ, თუმცა მოლოდინი ძალიან ოპტიმისტურია“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved