„როგორ შეიძლება “ქართულ ოცნებაში“ შემავალი გარკვეული ადამიანები ერთად პოლიტიკურ ცხოვრებას აგრძელებდნენ?! ამ ადამიანებს აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკური პლატფორმები აქვთ. ცოტა ხანში აუცილებლად დადგება დღის წესრიგში საკითხი, მმართველ პარტიაში ვინ რა ღირებულებების მატარებელია“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ, რომელიც მმართველი პარტიიდან ეკა ბესელიას თანამოაზრეთა შესაძლო გასვლას გამოეხმაურა.
ჭიჭინაძეს მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ეკა ბესელიას თანამოაზრეები იმ ღირებულებების შენარჩუნებისთვის იბრძვიან, რომლითაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა.
„გუნდიდან ეკა ბესელიას თანამოაზრეების გაშვებას ვერავინ შეძლებს, ამ შემთხვევაში, რაღაც ახირებაზე და სკამებზე არ არის საუბარი. იმ ღირებულებების შენარჩუნებისთვის მიდის ბრძოლა, რომლითაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ქვეყნის სათავეში. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, მოსამართლეებთან დაკავშირებით თავისუფალი კენჭისყრა იქნებაო, რაც უკვე ღირებულებითი სხვაობაა“, _ განაცხადა ჭიჭინაძემ.