ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას პოლიტიკიდან არწასვლის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება “ტრიბუნას” ლიდერი დავით ჭიჭინაძე ეხმაურება.
ჭიჭინაძის თქმით, “ოცნება ისეთ მასალებს ფლობს, რაც გახარიასთვის მძიმე იქნება”.:
ვფიქრობ ორი სცენარია,
1. განტევების ვაცი ხდება კობახიძე, ყველაფერს, მათ შორის 20 ივნისს, მას ტენიან და როგორც კეთროვანს ყველა ემიჯნება;
2. კობახიძე თავად შეეცდება ეს ყველაფერი „სისხლიან“ გახარიას შეტენოს.
მითუმეტეს, რატომღაც დარწმუნებული ვარ, „ოცნება“ ფლობს იმ მასალებს, რომელიც საკმაოდ მძიმე იქნება გახარიასთვის.
ანუ, თუ გახარია „ქართული ოცნების“ , და არა მარტო ! წინააღმდეგ „ოქროს მოწმედ“ არ იქცევა, ის უბრალოდ მორიგი პროექტი იქნება, რადგან კობახიძესთან ისედაც დაპირისპირებული იყო.
რაც თავის მხრივ, „ოცნებას“ არა მარტო გაანადგურებს, მათ არჩევნებში მონაწილეობაც კი აეკრძალებათ.
იმიტომ ვამბობდი სულ, რომ როდესაც ივანიშვილმა კობახიძე დატოვა პარტიის თავმჯდომარედ, ამითი „ქართულ ოცნებას“ გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი, რადგან სწორედ კობახიძე იქნება „ოცნების“ მესაფლავე.
ღარიბაშვილიც ხომ მხოლოდ იმიტომ არის მოყვანილი, რომ სანამ გახარია ახალ ძალას შექმნის და მოძლიერდება, „ქართული ოცნება“ კობახიძის ხელში ბოლომდე არ დაიქცეს და ჩამოიშალოს.
მოკლედ, გახარია, დამოუკიდებელ მოთამაშედ ნებისმიერ შემთხვევაში წარმოუდგენელია,
ვადამდელი არჩევნები კი აუცილებლად ჩატარდება, რადგან ქვენას ამ პოლიტიკურ რეალობაში არსებობის რესურსი უბრალოდ აღარ გააჩნია, _ აცხადებს დავით ჭიჭინაძე.