გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე დააკავეს. დაკავებისას კირკიტაძემ განაცხადა, რომ “ქვეყანაში მყარდება დიქტატურა, თუმცა ბოლომდე გააგრძელებს ბრძოლას”.
დავით კირკიტაძე დაკავებისას ნიკა მელიასთან ერთად იმყოფებოდა. ისინი ერთად გადაადგილდებოდნენ ავტომობილით.
ნიკა მელიამ ფეისბუკზე პირდაპირი ეთერი ჩართო და ავტომობილთან მივიდა, რომელშიც აღოჩნდა, რომ პოლიციელები ისხდნენ. მას შემდეგ, რაც სიტუაცია დაიძაბა, ადგილზე დამატებით რამდენიმე პოლიციის ეკიპაჟი მივიდა, რის შემდეგაც დავით კირკიტაძე დააკავეს.
როგორც ცნობილია, შს სამინისტრომ გამოძიება 353-ე პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით.
დანაშაულიისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე ვადით.