„მედალფას“ ოზურგეთის კლინიკის ხელმძღვანელი დავით მდინარაძე მედიკოსთა ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალზეა წარდგენილი.
პროფესიით მეან-გინეკოლოგი წლებია, წარმატებით მოღვაწეობს გურიაში. მას არაერთი სიცოცხლე გადაურჩენია. სწორედ მისი პროფესიონალიზმი გახდა იმის მიზეზი, რომ ქვეყნის 150 საუკეთესო ექიმს შორის დაასახელეს და როგორც უკვე აღვნიშნეთ ერთ-ერთი ნომინანტია.
დავით მდინარაძემ 1987 წლეს დაამთავარა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი.
1987-1991 წლებში მუშაობდა ოზურგეთის სამშობიარო სახლის მეან-გინეკოლოგად;
1991-1993 წლებში კლინიკური ორდინატურა გაიარა მოსკოვის მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში;
1993-2011 წლებში იყო ოზურგეთის სამშობიარო სახლის დირექტორი;
2011წ-დან დღემდე შპს „მედალფა“-სოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორი და სამეანო-გინეკოლოგიური სამსახურის კოორდინატორია.
მედოკოსთა ეროვნული დაჯოლდოების ცერემონიალი საქართველოში პირველად იმართება.
პროექტის იდეის ავტორი და ორგანიზატორი კლინიკა „ჩემი ექიმის“ დამფუძნებელი, ექიმი მარიამ გოგრიჭიანი გახლავთ.
მისი თქმით, პროექტის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება გახლავთ მედიკოსთა მიმართ ნდობის ფაქტორის გაზრდა, მათი პროფესიონალიზმის პრომოცია დაფასება და მოტივაციის მიცემა.
_ პროფესიონალიზმით, ნდობითა და დამსახურების მიხედვით, ექიმებს სხვადასხვა ნომინაციებში, სპეციალურად მოწვეული ბორდი გამოავლენს, _ აღნიშნავს მარიამ გოგრიჭიანი.
მედიკოსთა ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალის “ექიმები 2018”-ის დაჯილდოების ცერემონიალი 26 იანვარს თბილისიდ არტ ჰოლში გაიმართება.