“ქართული ოცნების” კანდიდატმა დავით მდინარაძემ, ოზურგეთში, ექადიის საარჩევნო უბანიც დიდი უპირატესობით მოიგო.
ხმის მისაცემად მისული 352 ამომრჩევლიდან მდინარაძეს მხარი 245-მა ამომრჩეველმა დაუჭირა.
ამ უბანზე 46 ხმა მიიღო ევროპული საქართველოს კანდიდატმა კობა ზაქარეიშვილმა, 32 დამოუკიდებელმა კანდიდატმა კაკო თავდუმაძემ.