საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) დავით ნარმანიას თავმჯდომარეობით პირველი საჯარო სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა სხდომაზე იმსჯელეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ 39 საკითხზე. მათი უმეტესობა შეეხებოდა მოქალაქეებსა და ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ კომუნალურ კომპანიებს შორის არსებულ დავებს, მოქალაქეებზე უსაფუძვლოდ განხორციელებულ დარიცხვებთან დაკავშირებით.
მიმდინარე კვირაში სემეკში კიდევ 3 საჯარო სხდომა გაიმართება, სადაც კომისია 100 მდე საკითხს განიხილავს.
სემეკი შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე 16 216, ასევე სემეკის Facebook გვერდზეც. (R)