საქალაქო სასამართლოში მსახიობ დავით როსტომაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულების წინა სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. მოსამართლემ მტკიცებულებათა ნუსხა უნდა დაამტკიცოს, რომლის გამორკვევაც არსებით განხილვაზე მოხდება.
პროკურორი ამირან ხუციშვილი აცხადებს, რომ მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს დაადასტურებს.
ადვოკატის, ანა კეკელაძის თქმით, უდანაშაულობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება აქვთ.
მსახიობ დავით როსტომაშვილს ნიღბიანი მამაკაცი თავს 14 ივნისს დაესხა. თავდასხმის შემდეგ როსტომაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი ეჭვმიტანილი სამართალდამცავებს გაექცა.