არჩევანი სამართლებრივ გადაწყვეტილებაზე გაკეთდა, _ ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ ნიკა მელიას დაკავების შემდეგ განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ და სასამართლომ მაქსიმალურად სწრაფად, მოკლე დროში გააკეთოს აქცენტირება სამართლებრივზე და მალე მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება, იმისათვის, რომ დანარჩენი ორი პუნქტი – პოლიტიკური და საინფორმაციო, ის, რაც ჭარბად არის, შემცირდეს და აქცენტი გადავიდეს სამართლებრივ ნაწილზე, რაც არ უნდა პოლიტიკური სარჩული ჰქონდეს ამას. მმართველი ძალა ყოველთვის პასუხისმგებელია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე“, _ განაცხადა დავით სერგეენკომ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს.