18 ნოემბერს ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში, პოეტ დავით შემოქმედელის (ტაკიძე) ლექსების მიხედვით, მონო სპექტაკლი – ,,პეპელას ფრთებზე დაწერილი თავისუფლება” შედგა, რომელიც მსახიობმა ბელა კიკვაძემ ჩვეული პროფესიონალიზმით და მაღალი სამსახიობო ოსტატობით წარმართა.
დავით შემოქმედელის პოეზიაზე, მის პატრიოტულ გრძნობებსა და ადამიანურ თვისებებზე ისაუბრეს ოზურგეთის თეატრის ხელმძთვანელმა ვასო ჩიგოგიძემ, პედაგოგმა ლალი ბასილაძემ, მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსმა მარინა ჯაფარიძემ.
მონოსპექტაკლის მსვლელობისას, მაყურებელი არაერთხელ ტაშით და ფეხზე წამოდგომით მიესალმა პოეტ დავით შემოქმედელს, რომელიც თავად იმყოფებოდა დარბაზში.