ამ წუთებში, ივლიტას ბიბლიოთეკაში, “შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი შეხვედრას მართავს.
შეხვედრა 13 ივნისს დაღუპული ადამიანების ხსოვნის პატივისცემით დაიწყო: “სიმბოლურია, რომ ვიმყოფებით ბიბლიოთეკაში, რომელიც 13 ივნისს, ტრაგიკულად დაღუპული ივლიტა ჯიბუტის სახელობისაა”, _ აღნიშნა უსუფაშვილმა.
“შენების მოძრაობის” ლიდერის თქმით, ჩოხატაურში მისი სტუმრობა შემთხვევითი არაა და იგი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს უკავშირდება. უსუფაშვილმა შეხვედრაზე მყოფ ადამიანებს ის გურულები შეახსენა, რომლებსაც დამოუკიდებლობის აღდგენაში დიდი წვლილი აქვთ, ერთ-ერთი ასეთი კი საქართველოს პირველი პარლამენტის წევრი სილიბისტრო ჯიბლაძეა, რომელიც სოფელ შუა ამაღლებაში ცხოვრობდა.
_ აქ მოსვლამდე შუა ამაღლებაში ვიყავი. შევხვდი სკოლის დირექტორს, საკრებულოს დეპუტატს და შევთანხმდით, რომ სკოლაში სილიბისტრო ჯიბლაძის კუთხე მოეწყობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია _ ჩვენ უნდა ვიცნობდეთ და ვიცოდეთ იმ ადამიანების შესახებ, რომლებსაც დიდი წვლილი აქვთ შეტანილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაში, _ აღნიშნა უსუფაშვილმა.