“ლელოს” წევრმა, დავით უსუფაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარ მიშელის პოლიტიკური პარტიებისთვის შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა. ის ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ცოტა ხნის წინ მივიდა და განაცხადა.
დავით უსუფაშვილის თქმით, ის ევროკავშირის ელჩთან შეხვედრასაც აპირებს.
„დოკუმენტზე ხელი მოაწერეს „ლელოს“ ლიდერებმა პარტიის სახელით და ბუნებრივია, აქ მეც ვიგულისხმებოდი, თუმცა ვინაიდან ინდივიდუალური ხელმოწერები გახდა გასაკეთებელი, მეც მოვედი და მოვაწერე. ახლა ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპია“, _ განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ცნობისთვის, 19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საბოლოო დოკუმენტს ოპოზიციის ნაწილმა და “ქართულმა ოცნებამ” ხელი მოაწერეს.
დოკუმენტს ხელს არ აწერს “ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო” და “ლეიბორისტული პარტია”.