მიხეილ სააკაშვილი ნამდვილი რეფორმატორია! მიხეილ, უკრაინა შენს გვერდით არის!“ – ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„მე დავით არახამია, პრეზიდენტის პარტიის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამ ვიდეოს ვწერ, რათა რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელს მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერა გამოვუცხადო!
მოვითხოვ მის დაუყონებლივ გათავისუფლებას. არც ისე დიდი ხნის წინ საქართველოში ვიყავი და ჩემი თვალით ვნახე მიღწევები და კაპიტალური მშენებლობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დროს გახორციელდა.
მიხეილ სააკაშვილი ნამდვილი რეფორმატორია!
მიხეილ, უკრაინა შენ გვერდით არის“, _ განაცხადა დავით არახამიამ.
[sexy_author_bio]