სამტრედიის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეულმა მერმა ადმინისტრაციული შენობის მეოთხე სართულზე, საკონფერენციო დარბაზში, მერიის თანამდებობის პირებთან და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებთან პირველი შეხვედრა გამართა.
დავით ბახტაძემ შეკრებილებს არჩევნებში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
“პირველი სამუშაო დღე უახლოეს გარემოცვასთან შეხვედრით დაიწყო. ხოლო 29 ოქტომბერს იმ ადამიანებს ვხვდები, რომლებიც სამტრედიის მუნიციპალიტეტის განვითარებაში აქტიურად არიან ჩართულნი”.
ახლადარჩეულმა მერმა მზაობა გამოთქვა, რომ კოორდინირებული მუშაობით სამტრედიას განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
“მომავალში ბევრი ახალი გამოწვევა დგას ჩემ წინაშე. მჯერა, მოქალაქეების ჩართულობით კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი დაიგეგმება და ჩემი მერად მუშაობის 4 წელი იქნება საქმიანი, ნაყოფიერი და წარმატებული”, _ განაცხადა ,,გურია ნიუსთან” კომენტარში დავით ბახტაძემ.
ახალ მერს შეხვედრაზე არ უსაუბრია მუნიციპალიტეტის მერიაში გასახორციელებელ საკადრო ცვლილებებზე.
ჟურნალისტების შეკითხვაზე _ აპირებს თუ არა თანამდებობის პირების შეცვლას, დავით ბახტაძემ უპასუხა, რომ ამის შესახებ უახლოეს მომავალში შეიტყობდნენ.
[sexy_author_bio]