მოსკოვის სასამართლომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დაუსწრებლად დააპატიმრა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია Tass ავრცელებს.
„კეზერაშვილი დავითი შეყვანილია რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა ბაზაში, ის საერთაშორისო ძებნაშია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით (თაღლითობა განსაკუთრებით დიდი მასშტაბით). გარდა ამისა, დედაქალაქის სასამართლომ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეარჩია“, – განაცხადა წყარომ რუსულ მედიასთან საუბარში.