“მოლაპარაკებების გახსნაზე შემოთავაზებას ევროკავშირისგან ველით! – რაც მალე მით უკეთესი! ამ შემთხვევაში ბურთი არის ევროკავშირის მხარეს! – ეს განცხადება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერმა დავით მათიკაშვილმა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე გააკეთა”, _ იუწყება ipn.ge.
მან აქვე დასძინა, რომ „ეს შანტაჟისა და პედალირების ინსტრუმენტი არ უნდა იყოს“.
„საკითხს გააჩნია პოლიტიკური მდგენელი. მთავრობის მეთაურის მხრიდან არაერთხელ გაცხადდა, რომ ჩვენ ვართ სრულიად მზად პოლიტიკური თვალსაზრისით. რაც მალე მოხდება ეს ევროკავშირის მხრიდან – წერილობითი თუ გადაწყვეტილების ფორმით – მზად ვართ მყისიერად დავეთანხმოთ. ეს მხოლოდ ჩვენი ინტერესია! ამ შემთხვევაში ბურთი არის ევროკავშირის მხარეს და ჩვენ ნაბიჯს ევროკავშირისგან ველოდებით – ჩვენ მყისიერად დავეთანხმებით, როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული. რაც მალე მით უკეთესი! ეს სრულიად არის ევროკავშირის მხარეს. ჩვენ ვართ მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის სულისკვეთების თანაზიარი, რომელსაც ხელისუფლებასთან ერთად აქვს უდიდესი სურვილი, რომ ეს დროულად მოხდეს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
პარლამენტს მოქალაქეთა ჯგუფმა პეტიცია სახელწოდებით – “გახსენით ვაწერთ“ წარუდგინა, თუმცა. ტექნიკური გაუმართაობის გამო დოკუმენტს მსვლელობა არ მიეცა, რაზეც გადაწყვეტილება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო.