“ძალოვანები ქათამაძისა და თავდიშვილისთვის 15-დღიანი პატიმრობის შეფარდებას ითხოვენ”, _ ამის შესახებ “გურია ნიუსთან” ენმ-ს ოზურგეთის პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ოზურგეთის საკრებულოს წევრმა დავით მჟავანაძემ განაცხადა.
მჟავანაძის თქმით, პოლიციელებმა ცრუ ჩვენება მისცეს, თითქოს დაკავებულები ძალოვანებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
“დღეს სასამართლო პროცესი 5 საათზე გაიმართება. ძალოვანები ქათამაძისა და თავდიშვილისთვის 15-დღიანი პატიმრობის შეფარდებას ითხოვენ. მათ მიცემული აქვთ ცრუ ჩვენება, თითქოს ისინი პოლიციელების მისამართით იგინებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მტკიცებულება _ იქ იყვნენ ჟურნალისტები, “ლაივით” გადაიცემოდა მიმდინარე მოვლენები. ჩვენ ვითხოვთ მტკიცებულების წარმოდგენას, თუმცა, მათ ეს არ გააჩნიათ. თუ სიმართლის ნატამალი არსებობს, მოსამართლემ ისინი უნდა გაათავისუფლოს. 5 საათზე მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს”, _ გვითხრა დავით მჟავანაძემ.