ხვალ, 14 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ მიტინგზე, რომელიც დაანონსებულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, მხარდამჭერები ოზურგეთიდანაც მიემგზავრებიან.
_მივდივართ მიშას მხარდამჭერ მიტინგზე და ღირსეულად წარვდგებით. სამი დღეა, უამრავი ადამიანი გვირეკავს, ვისაც წამოსვლა სურს, – თქვა „გურია ნიუსთან“ ენმ-ს ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დავით მჟავანაძემ.
მისი თქმით, მხარდამჭერი, შესაძლოა, სულაც არ იყოს ენმ-ს წევრი, თუმცა გამოხატოს პროტესტი ექსპრეზიდენტის დაკავების გამო.
_დილიდან შევიკრიბებით. ალბათ, 12 საათზე გავალთ ოზურგეთიდან. აქცია საღამოს ექვს საათზე იწყება, – გვითხრა დავით მჟავანაძემ.
[sexy_author_bio]