არ მინდა დავიჯერო! რამხელა ტკივილი ხარ, ზაზა, ძმაო! სიტყვები არ მყოფნის, მარადისობაში გასაფრენად რა მოკლე გზა გქონია, _ ასე ეხმაურება ყოფილი ა(ა)იპ ბახმაროს დირექტორი დავით საჯაია გუდაურში დატრიალებულ ტრაგედიას, კერძოდ, პილოტის დაღუპვას.
შეახსენებთ, რომ შვეულმფრენს, რომელმაც დღეს თეთრი არაგვის ხეობაში კატასტროფა განიცადა და ვარდნის შედეგად აფეთქდა, პილოტი ზაზა ლორია მართავდა. ლორია წარმოშობით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ უთურიდან იყო.
“ის 35 წელი პილოტი იყო და უამრავი ადამიანის სიცოცხლე აქვს გადარჩენილი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს.
დიდება გმირებს,”– წერია სოციალურ ქსელში, “საქართველოს სამხედრო ძალის” ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
გუდაურთან, ხევში ჩავარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაციისთვის გაფრენილი ვერტმფრენის აფეთქებას ბორტზე მყოფი 8 პირი ემსხვერპლა – ეკიპაჟის წევრები, მაშველები და მედიკოსები.