პარლამენტის ვიცე- სპიკერი დავით სერგეენკო მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
„ნამდვილად ვერ განვასხვავებ ადამიანურად და პროფესიულად, ყოფილი პრეზიდენტია, თუ რომელიმე სხვა პატიმარი. ყველას ჯანმრთელობა თანაბრად მნიშვნელოვანია. მჯერა, რომ ის ექიმები, რომლებიც ჩართულები არიან მისი მდგომარეობის მონიტორინგში, ყველაფერს გააკეთებენ რათა გართულებები არ იყოს. პირადად მას, როგორც ექიმი, მოვუწოდებდი, რომ შეწყვიტოს შიმშილობა და საფრთხეს ნუ უქმნის თავის ჯანმრთელობას“,_ აცხადებს სერგეენკო.