როგორც უკვე ვწერდით, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარესთან ერთად ბრალდებული, ორი ძებნილი პირი დააკავა. შსს-მ ვიდეოკადრები გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ დავით შარაშიძეს გამოძიება პოლიციელის ჯგუფურად ცემას ედავებოდა. ყოფილ მაღალჩნოსანს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
შარაშიძესთან ერთად ინციდენტში მონაწილე 2 პირს კი დღემდე ეძებდნენ.
































































