საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
ზალკალიანის განმარტებით, მან მხარი ქვეყნისა და ქალაქის შემდგომ აღმშენებლობას და განვითარებას დაუჭირა.
„მოგეხსენებათ, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ძალიან სერიოზული, მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. ეს ყველაფერი არის ხელშესახები და ჩვენი თანამოქალაქეები ამას ძალიან კარგად ამჩნევენ. აუცილებელია, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს მშვიდობიან, სტაბილურ გარემოში. სწორედ ამ პროექტების განგრძობითობას და თბილისის ჭეშმარიტ ევროპულ ქალაქად გარდაქმნას მივეცი ხმა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეები ღირსეულ არჩევანს გააკეთებენ სწორედ ამ სტაბილური განვითარებისთვის“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
[sexy_author_bio]