პოლონეთმა კრაკოვიდან, სამხედრო თვითმფრინავით, არალეგალების, საქართველოს 17 მოქალაქის საჩვენებელი დეპორტაცია განახორციელა.
პოლონური მხარის ცნობით, დეპორტირებულთა შორის არიან „კრიმინალური წარსულის მქონე პირები, რომლებმაც ჩაიდინეს ქურდობა“ და „ადამიანები, რომლებმაც მეტი დრო გაატარეს პოლონეთში, ეკუთვნოდათ და რომლებმაც უკანონოდ გადაკვეთეს ეროვნული საზღვარი“.
„დეპორტაციები დაიწყო. ჩვენ ფაქტობრივად ვშლით ქართულ ბანდებს. სიტყვები კი არა, ქმედებები“, — დაწერა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა X-ზე და დეპორტაციის ამსახველ ვიდეო გამოაქვეყნა.


































































