გაზაფხულის პირველი თვე ისე მიილია, ზამთრის ამინდები არ შეცვლილა. ახლა, დათბა თუ არა, თხილის პლანტაციებში კვირტებმა გაშლა დაიწყო.
წესით, პირველი წამლობა უკვე დასრულებული უნდა იყოს.
სპეციალისტების თქმით, სასწრაფოდ უნდა დავამუშავოთ ჩვენი პლანტაციები სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებით.
_ შესაბამის სამეურნეო მაღაზიებში, მეურნეებს შეუძლიათ, შეარჩიონ სოკოს საწინააღმდეგო, სპილენძის შემცველი პრეპარატები. ეს არის ახლა სასწრაფოდ გასატარებელი პროფილაქტიკური ღონისძიება. ხოლო შემდეგ ეტაპზე, სხვადასხვა მწერი თუ გამოჩნდება და ალბათ, გამოჩნდება ფაროსანა, მერე უკვე მავნებლის საწინააღმდეგო შეწამვლაც უნდა დავიწყოთ, _ ამბობს ცნობილი აგრონომი აკაკი ღლონტი.
მისივე რჩევით, ამ ეტაპზე, ასევე, სასურველია, გამოიყენონ ბორდოს სითხე, იტალიური შაბიამანი და ზოგადად, სამურნეო მაღაზიებში მეურნეებმა კარგად უნდა შეარჩიონ და ისე იყიდონ მხოლოდ სპილენძის შემცველი პრეპარატები.