ჩოხატაურში სტიქიას ებრძვიან.
ორდღიანი ძლიერი წვიმების შედეგად დაიტბორა საყანე ფართობები და დაზიანდა გზები.
სოფელ ვანში, ამაღლებაშია, შუა ამაღლებაში და სამებაში წვიმამ დაზიანა, როგორც ცენტრალური, ასევე სასოფლო გზები, სადაც ამდროისთვის ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია:
_ თითქმის სრულად ჩაირეცხა გზები, რამაც პრობლემები შექმნა. ტექნიკამ უკვე დაიწყო მუშაობა და დღის ბოლოს ყველა გზა სრულად იქნება გაწმენდილი, _ გვითხრეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, სადაც უკვე შექმნილია საგანგებო შტაბი.