ბათუმში, დენის დარტყმის შედეგად, კაცი გარდაიცვალა. შემთხვევა შამილაძის ქუჩაზე მოხდა. _ ინფორმაციას ტვ 25 ავრცელებს.
როგორც თვითმხილველები TV25.GE-ის უყვებიან, კაცი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. იგი ელექტროენერგიის დაზიანებული ხაზის შეკეთებას ცდილობდა.
“ელექტროენერგიის ხაზი დაზიანდა, ადგილობრივებმა შესაკეთებლად გამოიძახეს და შემთხვევაც იმ დროს მოხდა. დენმა დაარტყა და დაიღუპა”, – უყვება თვითმხილველი TV25.GE-ის.