დღეს ბახმაროში “მთის დღეები 2023” გაიმართა. ბახმაროს ცენტრში მოეწყო გურულ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ფლორისტების მასტერკლასი, სპორტული თამაშები. ჩატარდა ტრადიციული დოღი.
ადგილზე მისულ სტუმრებს მრავალფეროვანი პროგრამა დახვდათ. საღამოს გალა კონცერტით და გრანდიოზული კოცონით დასრულდა.