გადაუღებელი, ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ბჟუჟი ადიდდა, რის შედეგადაც საფრთხე შეექმნა მდინარის სანაპიროსთან მცხოვრებ მოსახლეობას. საფრთხე ექმნება, ასევე, წითელმთის მონაკვეთზე, მდინარე ბჟუჟის სახიდე გადასასვლელს.
სოფელ დვაბზუში დაზიანდა სათადარიგო ხიდი და მოძრაობა შემოვლითი გზით, მხოლოდ მელექედურის მხრიდან არის შესაძლებელი.
კრიტიკული მდგომარეობაა თაყაიშვილის ქუჩაზეც. დაიტბორა რამდენიმე ოჯახის ეზო.