ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელ, „ფეისბუკის“ ერთ-ერთ ჯგუფში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 14 წლის ალექსანდრე მიქელაძე, რომელიც 16 იანვარს, ღამის 22:00 საათიდან ბათუმში გაუჩინარდა და უკვე 16 დღეა სამართალდამცველები და სამაშველო სამსახურები ეძებენ, თბილისში, სადგურის მოედნის ტერიტორიაზე შენიშნეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ალექსანდრეს დედამ ვიდეომიმართვა გაავრცელა.
„მივმართავ საზოგადოებას, არავის დაუჯერონ, დაუჯერონ მხოლოდ ჩემ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას… ჩემი შვილი როგორც კი გამოჩნდება, ორ სიტყვას მაინც დავწერ“ – ამბობს ნათია დიაკვნიშვილი.