ქუთაისში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით “გურია ნიუსისთვის” ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
“საზარელი ტრაგედია მოხდა. ბიჭი მეცხრე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა. დედა ემიგრანტია და მან ჯერაც არ იცის , რომ შვილი დაეღუპა”-, ამბობს წყარო. შეგახსენებთ, უბედური შემთვევა ავანგარდის დასახლებაში, გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მეცხრე სართულიდან გადმოვარდა, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 115- ე მუხლით, თვითმკლველობამდე მიყვანით დაიწყო.