გურიაში, კონკრეტულად, ოზურგეთში, ერთი ფირფიტა ასპირინის ფასი, რომელზეც ათი აბია განთავსებული, ყოველდღე ძვირდება. ამ წუთისთვის 1,20 ლარი ღირს.
ასპირინზე ფასის ზრდის შესახებ „გურია ნიუსის“ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში ქუთაისური იუმორით გამოხმაურება მოჰყვა:
„დედა, გურულები კონსერვებს ინახავენ თუ ასპირინს? დავბერდი და რაიმე განსხვავება თუ არსებობდა, არც ვიცოდი, ასპირინებს შორის!!! ხოდა, მობრძანდით ქუთაისში 40 თეთრად შეიძენთ“, _ წერს ქსელის მომხმარებელი კამელია მინდაძე.