ახლხან სამონასტრო მედიცინის აღდგენის საქმის წარმატებული სტატუსის მქონე გახდა დედა მართა (ჩხიკვიშვილი), რუისის წმიდა ივლიტას და კვირიკეს სახელობის დედათა მონასტრის იღუმენი.
მან მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, სამონასტრო მედიცინის აღორძინების მიზნით, ჩააბარა კოლეჯში „პანაცეა“ და საკმაოდ რთული სწავლება წარმატებით შეძლო.
თემა, რომლის ირგვლივაც ის მუშაობდა და სწავლობდა, იყო გასულ საუკუნეში სიმფეროპოლის და ყირიმის მღვდელმთავრის, წმიდა ლუკა მკურნალ ვოინო-იასენეცკის მიერ, სამედიცინო სფეროში გავლილი მასშტაბური და სიღრმისეული გზა.
დედა მართამ მიიღო შესაბამისი სერტიფიკატი.
ის წარმოშობით ჩოხატაურიდანაა. ადრე მეუფე იოსებთან მსახურობდა.
ჩვენი ხალხისთვის მუდამ საინტერესოა მართმადიდებლური სწავლების და მედიცინის დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში.
დაზუსტებული არაა, როდის დაიწერა ჰიპოკრატეს ფიცი, თუმცა ჩვენი წელთაღრიცხვის დაწყებისას, ის უკვე არსებობდა და მასში არსებობს განსაკუთრებუკლი დებულებები _ ის ჯერ თავის ღმერთებს ეფიცება და ამბობს, რომ არაფერი ხდება ღმერთების, ღვთის ნების გარეშე…
წარმატებას ვუსურვებთ რუისის დედათა მონასტრის იღუმენს სამონასტრო მედიცინის აღდგენის და დამკვიდრების ესოდენ საჭირო საქმეში.
[sexy_author_bio]