ცოტა ხნის წინ საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
როგორც სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, მიწისქვეშა ბიძგები საკმაოდ ძლიერად იგრძნობოდა თბილისში.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 08:00 საათზე, მცხეთასთან მოხდა 4.7. (ML) (თბილისიდან – 4კმ. ქალაქი მცხეთა – აღმოსავლეთი – 15კმ. სოფელი ლელუბანი – 2კმ.) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.
“მიწისძვრა იყო! საკმაოდ ძლიერად იგრძნობოდა.. კარგად ხართ, ხალხო???
დედა ეს რა იყო??? ვაიმეეე”, _ წერენ სოციალურ ქსელში ფეისბუქმომხმარებლები და ერთმანეთს მშვიდობას უსურვებენ.