როგორც „გურია ნიუსი“ რამდენიმე დღის წინ წერდა, სენაკში კორონავირუსმა დედა-შვილი იმსხვერპლა, ხოლო ოჯახის მესამე წევრი _ მამა, მძიმე მდგომარეობაში, რეანიმაციულ განყოფლებაში სიკვდილს ებრძოდა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ინფიცირებული მამაკაცი გუშინ გარდაიცვალა.
„საშინელებაა… დედა-შვილი და ქმარი… ათ დღეში სამი მიცვალებული ერთ ოჯახში. მთელი სენაკი გლოვობს ოჯახის ამ უმძიმეს ტარგედიას“, _ ამბობს წყარო. “გურია ნიუსს” ფაქტი სააგენტოს სენაკის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრშიც დაუდასტურეს.
[sexy_author_bio]