“დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი 10 წლის ძმა პეტრე და ჩემი ძმის 4 წლის შვილი, სავარაუდოდ ამ დრომდე ისევ სახლში იმყოფებიან, იარაღით აღჭურვილ პირებთან ერთად., _ ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში სუს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილი ქალიშვილი, ნინი გოგაშვილი ავრცელებს.
“არავის არ აძლევენ შესვლის უფლებას, არ გვინახავს როგორ არიან. 8 საათის განმავლობაში იმყოფებიან ასე!!!!!! არაადამინები ხართ და პასუხს აუცილებლად აგებთ და ყველა ზომას მივმართავთ, რომ ყველამ გაიგოს, სინამდვილეში რასაც წარმოადგენთ ამ ყველაფრის დამგეგმავები!!!
გთხოვთ, ყველა კარგ ადამიანს, დამეხმარეთ ამ სიბოროტესთან ბრძოლაში, რომ გადავარჩინო ჩემი ოჯახი და იგივე თქვენს ოჯახებსაც არ დაემართოს”, – წერს ნინი გოგაშვილი.