“პატრიოტთა ალიანსის“ ჩოხატაურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მაია კუტუბიძის თქმით, თბილისში დაგაგემილ აქციაზე ჩოხატაურიდან 100 კაცი წავიდა.
“დღეს გადაწყდება მომდევნო აქცია როდის ჩატარდება. როგორც ვიცი 23 ნოემბერს გიორგობას არის დაგეგმილი მეორე აქცია, მაგრამ შეიძლება ცვლილებები მოხდეს.“ _ გვითხრა მაია კუტუბიძემ.
მისივე თქმით, პერმანენტული აქციები მანამდე გაგრძელდება, ვიდრე არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები.