დედამ და ბებიამ ბავშვს სცემეს.
“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, შემთხვევა ძველ რუსთავში მოხდა.
15 წლამდე მოზარდსა და მის ოჯახის წევრებს, დედასა და ბებიას შორის სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
დედამ და ბებიამ მოზარდს სცემეს. ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა პოლიციისთვის.
არსებული ინფორმაციით, მომხდარზე მხილებულია 40 წლამდე დედა და 60 წლამდე ბებია.