ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში სტატუსს წერს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
“დედამ დღეს გაიგო ჩემს ძმას რომ კორონა ჰქონდა. გავიარე ქარი , ცეცხლი, დამაყენეს კუთხეში და აღარ გამომიყვანეს…. რომ იცოდეთ რა ძნელია შორს რომ არის და ნახევარზე მეტს არ გეუბნება, ურეკავ და პასუხად გიბრუნებს კარგად ვარ, არაფერი არ მჭირს.. და ამ დროს ყველა ეტაპი გაიარა: სისუსტე, სიცხე, კონიუქტივიდი, გემო-სუნის დაკარგავა, სუნთქვის უკმარისობა, ხველება….. დიდიხანს დარჩა ვირუსი ორგანიზშმი, 5 კვირის განმავლობაში და ამის პარარლელურად 50-მდე კოვიდიანს უვლიდა.
ზაზა ექიმია, იტალურმა კომპანიამ ბაზა ჩაკეტა და ინფიცირებულია. კლინიკებში არ გადავიდნენ. დარჩნენ “ზაზა ექიმთან”. ყველაფერი კარგად დამთარდა , მე კი გავილახე დღეს“,_ წერს ფეისბუქში მანანა მანჯგალაძე.